კომაროვის სკოლაში დებატების ინგლისურენოვანი კლუბი Debate Club აგრძელებს ფუნქციონირებას!
- 01 ნოემბერი, 2018
კომაროვის სკოლაში გასულ სასწავლო წელს ჩამოყალიბდა და ახალ სასწავლო წელს მუშაობა განაახლა დებატების ინგლისურენოვანმა კლუბმა - DEBATE CLUB, რომელში გაწევრიანება შეუძლიათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
დებატების კლუბის მიზანია:
1. მოსწავლეები შეაჩვიოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების წარმართვის ტექნიკას (BP Debate Format),
2. მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა კოგნიტური უნარები: სიტყვიერი, აუდიო, კომუნიკაციის, გამომხატველობითი, ინფორმაციის მოძიების, კვლევითი, და სხვა.
ასევე :
· ინგლისურად საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დაცვის უნარი,
· სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი,
· კრიტიკული აზროვნების უნარი,
· სხვათა აზრის მიღებისა და კამათის ტექნიკა,
· ჩაუნერგოს ესთეტიზმი და ჰუმანიზმი,
· გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
· აიმაღლონ მეტყველების კულტურა.
კლუბში გაწევრიანების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ: 1 -დან 10 ნოემბრის ჩათვლით 312-ე ოთახში ქ-ნ თამარ კირვალიძესთან.
პირველი შეხვედრა შედგება 11 ოქტომბერს, 14:30-ზე 306-ე ოთახში. კლუბის რეგულარული შეხვედრა-თამაშები გაიმართება კვირაში ერთხელ, სამაშაბათს, მე-7 გაკვეთილის შემდეგ, 306 -ე ოთახში.
https://alaverdamaia.blogspot.com/ დებატების კლუბი
https://alaverdamaia.blogspot.com/p/2019.html განაცხადის ფორმა
კლუბის კურატორი: თამარ კირვალიძე
ორგანიზატორები: XII კლასის მოსწავლეები - თიკა გიორგაძე და ლუკა გურგენიძე